ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე ახალი, ძალიან საინტერესო სახე გამოჩნდა.
საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები, 26 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შინ, საბერძნეთთან მატჩით განაახლებს, 1 და 6 ოქტომბერს კი ჩრდილოეთ ირლანდიას და გერმანიას გასვლაზე დაუპირისპირდება.
რამაზ სვანაძემ აღნიშნული მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. გუნდის კაპიტანი – გაბრიელ სიგუა და შემტევი, ანდრია ბართიშვილი ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან. ახალგაზრდულს ორი საინტერესო დებიუტანტი ჰყავს, რომელთაც გულშემატკივრები დიდი ხანია, რაც ელიან – ბორნმუთის შემტევი გიორგი ჩუბინიძე და დინამო თბილისის ამომავალი ვარსკვლავი თორნიკე კვარაცხელია.
რამაზ სვანაძის მიერ გამოძახებული შემადგენლობა შემდეგია:

მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია).
მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიტვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), მუხრან ბაგრატიონი (კაპფენბერგი, ავსტრია), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ლუკა წულუკიძე, გურამ ჯაფარიძე, გიორგი კოხრეიძე (სამივე დინამო ბათუმი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (გაგრა), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ალეკო ბასილაძე (სლოვან ლიბერეცი, ჩეხეთი).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (ნიუკასლ იუნაიტედი).

წარმატებები საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს!











