Centered Image

ბაიერნი თავის ვარსკვლავს ვეღარ შეინარჩუნებს

როგორც ჩანს, პაპა პერესის განცხადებებს ყოველთვის მაგიური გავლენა აქვს.

მიუნხენის ბაიერნისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი, მაიკლ ოლისე შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გარიგების მთავარი ფიგურა გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელს რეალ მადრიდში გადასვლა დაუყოვნებლივ სურს, ხოლო “სამეფო კლუბი“ მის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობას იწყებს!

ფლორენტინო პერესი ოლისეს დამატების შესაძლებლობას ჯერ კიდევ გასულ კვირებშიც განიხილავდა, რის შესახებაც არაერთმა გამოცემამ დაწერა.

როგორც ერთ-ერთი გავლენიანი წყარო წერს, ბაიერნი 24 წლის შემტევის გაყიდვას მარტივად არ აპირებს და მის სანაცვლოდ დაახლოებით 250 მილიონ ევროს მოითხოვს. მიუხედავად ამისა, მადრიდელები მზად არიან საჭიროების შემთხვევაში კლუბის სატრანსფერო რეკორდი მოხსნან, რადგან ოლისეს დამატება მათთვის პრიორიტეტულია.

ზემოხსენებული წყაროების ინფორმაციით, მიუნხენურმა კლუბმა უკვე დაიწყო ოლისეს შესაძლო შემცვლელების ძიება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ვარაუდს, რომ ფრანგის რეალ მადრიდში ტრანსფერი დიდი შანსია განხორციელდეს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ბაიერნზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ოლისეს მხოლოდ განსაკუთრებული შეთავაზების შემთხვევაში შეელევა.

უახლოეს კვირებში ოლისეს რეალ მადრიდში პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი დაზუსტებული ინფორმაცია გახდება ცნობილი.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading