40 წლის კიპერი გუნდში რჩება.
ინსაიდერ მაქსიმილიან კოხის ინფორმაციით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ნოიერი “რეკორდმაისტერში” კიდევ მინიმუმ ერთი წლით დარჩება.
რაც შეეხება ხელფასს, ნოიერი, მოქმედი კონტრაქტის მიხედვით 21 მილიონ ევროს იღებს. ანაზღაურება, ინსაიდერის ცნობით თითქმის იგივე დარჩება, მცირე განსხვავება ბონუსებში იქნება.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ კიპერი, არაა წინააღმდეგი დატვირთვების გადანაწილების მიზნით, სათამაშო დრო კლუბის მეორე მეკარესთან, იონას ურბიგთან გაიყოს.
ბუნდესლიგის წლევანდელ გათამაშებაში, ნოიერმა 21 მატჩი ჩაატარა, ხოლო ურბიგმა 10.











