Centered Image

მექსიკის შემდეგ შტატებიც – მასპინძლები ფორმაში არიან

ამერიკამ პლეი-ოფი გაინაღდა.

იმის შემდეგ, რაც მექსიკის ნაკრებმა, საპლეიოფო საგზური პირველმა მოიპოვა, ხოლო კანადამ ყატარისგან ქვა ქვაზე არ დატოვა, ჯგუფური ეტაპის მეორე წრე წარმატებული გამოდგა კიდევ ერთი მასპინძლისთვისაც. ამერიკის შეერთებული შტატების გუნდმა, ავსტრალიელები 2:0 დაამარცხა და 1/16-ის საგზურიც გაინაღდა.

მატჩის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყდა – მე-11 წუთზე, ბერჯესის ავტოგოლით, ხოლო 43-ეზე ფრიმენის ზუსტი დარტყმით, მასპინძლებმა “კენგურუები” იოლად დაამარცხეს.

შედერად, D ჯგუფში, პოჩეტინოს გუნდი 6 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. ავსტრალიას სამი ქულა აქვს, ხოლო თურქები და პარაგვაელები, ერთმანეთთან დაპირისპირებაში შეეცდებიან ტურნირის პირველი ქულები მოიპოვონ.

აღსანიშნავია, რომ პირველად 1930 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ზედიზედ ორი მატჩის მოგება. ამერიკელთათვის, ეს მეთორმეტე მუნდიალია.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading