ლენარტ კარლი უახლოეს მატჩებს გამოაკლდება.
Sky Sport-ის ინფორმაციით, 18 წლის შემტევმა მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა, რის გამოც მინიმუმ სამ კვირას გამოტოვებს.
არის შანსი, რომ რეაბილიტაცია უფრო ნელაც წავიდეს, რამაც შესაძლოა საფრთხე არა მხოლოდ საკლუბო სეზონში დარჩენილ მცირე ნაწილს, არამედ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შესაძლებლობასაც შეუქმნას, სადაც კარლი, გერმანიის ნაკრების წევრად განიხილება.
იმ მატჩებს შორის, რომელსაც ახალგაზრდა შემტევი დანამდვილებით გამოტოვებს იქნება ბუნდესლიგური დაპირისპირებები “სანკტ-პაულისთან”, “შტუტგართთან” და “მაინცთან”, ასევე ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხეფინალური მატჩი “რეალის” წინააღმდეგ და გერმანიის თასის ნახევარფინალი ლევერკუზენის “ბაიერთან”.
მიმდინარე სეზონის 34 შეხვედრაში, კარლის აქტივში 9 გოლი და 6 ასისტია.











