ალვარესის “ბარსელონაში” გადასვლის საგას ბოლო მოეღო.
ძვირიანი არგენტინული ტრანსფერების ჩაშლის შემდეგ, “ბარსამ”, არჩევანი, ბევრად იაფიან ვარიანტზე შეაჩერა.
ფაბრიციო რომანოს იფნრომაციით, “არსენალი” და “ბლაუგრანა” გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. 29 წლის ბრაზილიელში, კატალუნიელებმა 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. “მუნდო დეპორტივოს” ცნობით, არსებობდა იჯარის ოპციაც, რომელიც გამოსყიდვის ვალდებულებასაც გულიხმობდა, თუმცა პირდაპირი ტრანსფერი, გუნდებმა უკეთეს ვარიანტად მიიჩნიეს.
გაბრიელ ჟესუსი, უკანასკნელ სეზონებში ფაქტობრივად უთამაშებელი იყო. პრემიერ ლიგის შარშანდელი გათამაშებისას, მან 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა, ხოლო მინდორზე, საშუალოდ, მხოლოდ 29 წუთს ატარებდა.
ფორვარდი, “არსენალში” 2022 წლიდან ასპარეზობდა, იქამდე კი “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავდა. სწორედ “ქალაქელების” რიგებში ჰქონდა ბრაზილიელს კარიერის საუკეთესო სეზონები, განსაკუთრებით კი 2019-20 წლებში, როდესაც მან 14+7 მოაგროვა.
უკანასკნელ წლებში, ჟესუსს რამდენიმე მძიმე ტრავმა ჰქონდა, ხოლო 2025 წლის სტარტზე გაწყვეტილი ჯვარედინა მყესების გამო, თავდამსხმელმა 319 დღე გამოტოვა.
ესპანური მედიის მოლოდინით, ჟესუსი, გუნდის სათადარიგო და როტაციის ფორვარდი იქნება, ძირითადი “ცხრიანის” როლს კი რაფინია შეასრულებს.










