Centered Image

ბარსას კიპერის ტრავმის დეტალები ცნობილი გახდა

საქმე იმაზე უკეთაა, ვიდრე თავიდან ჩანდა.

უკვე მეორე სეზონის განმავლობაში “ბლაუგრანას” უცვლელი ძირითადი მეკარე, მუხლის ტრავმებს უკვე წლებია ებრძვის და “რასინგთან” 7:2 მოგებული შეხვედრის შესვენებაზე, მისმა იძულებითმა შეცვლამ, გუნდის გულშემატკივრებს ნერვიულობის საბაბი მისცა. გარსიამ, შარშანდელ სეზონში, სწორედ მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა გარკვეული მონაკვეთი, ხოლო 2020 წელს, მან მენისკი ისე დაიზიანა, რომ მთელი წელი გაუცდა და კარიერის გაგრძელებაც კი შესაძლო საფრთხის წინაშე დადგა.

“ასის” ინფორმაციით, კიპერს,აქამდე, მარცხენა მუხლი აწუხებდა, “რასინგთან” მატჩში მიღებული დაზიანება კი მარჯვენა მუხლს შეეხო. გამოცემა ირწმუნება, რომ სერიოზული არაფერია და მეკარე, 3-4 კვირის შემდეგ მწყობრში ჩადგება. დამატებითი კვალიც, ამ დაზიანებამ არ უნდა დატოვოს.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას”, სათადარიგო სკამზე, ორი სახელოვანი მეკარე ჰყავს. პოლონელ ვეტერან შესნის, ამ ზაფხულს, გამოცდილი და არანაკლები სახელის მქონე ლივაკოვიჩ დაემატა. “დიარიო სპორტს” თუ ვედნობით, ეს ტრანსფერი თავად ფლიკმა მოითხოვა და მიზეზი, გასულ სეზონში, სწორედ გარსიას ტრავმიანობისას შესნის არადამაჯერებელი გამოსვლა იყო. მიუხედავად ამისა, “რასინგთან” შეხვედრაში, გარსია პოლონელემა და არა ხორვატმა ჩაანაცვლა.

იმის გამო, რომ ერთი ტურის შემდეგ, საკლუბო სეზონში პაუზა დგება და ასპარეზს სანაკრებო გადაიბარებს, ფლიკს, სავარაუდოდ, გარსიას შეცვლა მხოლოდ ერთ შეხვედრაში – “სევილიასთან” 19 სექტემბერს დაგეგმილ მატჩში მოუწევს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading