Centered Image

ბარსა ფინალისკენ მიიწევს

თორნიკეს ამჯერად სუპერ-სტატისტიკა არ ჰქონია, მაგრამ თამაშში ძალიან სარგებლიანი იყო.

საკალათბურთო ბარსელონა, რომელთა რიგებშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია თამაშობს, ესპანეთის ACB ლიგის ნახევარფინალშია. ბარსას პირველი მატჩი დიდი სხვაობით ჰქონდა მოგებული, მე-2 მატჩში კი უფრო გაუჭირდა. საშინაო არენაზე ბარსელონამ ტენერიფეს წინააღმდეგობა მაინც გატეხა და საბოლოოდ 97:89 დაამარცხა.

თორნიკემ პარკეტზე 22 წუთზე მეტი გაატარა. ამ დროში ჩვენმა კაპიტანმა 9 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტი გამოიმუშავა. სამწუხაროდ, თოკოს სამივე 3 ქულიანი სროლა აუცდა, მაგრამ 2 ქულიანი დისტანციიდან უშეცდომო იყო, ისევე როგორც, საჯარიმოს ხაზიდან.

19 ქულა და 4 მოხსნა იან ვესელიმ გააკეთა და საუკეთესოც ის იყო. მის გარდა ბარსელონას რიგებში კიდევ 4 კალათბურთელს ჰქონდა 2 ნიშნა ქულათა მაჩვენებელი.

ტენერიფეს რიგებში გიორგი შერმადინი ვერ თამაშობს, რაც მძიმე დანაკლისია. ავსტრალიური კალათბურთის ლეგენდამ, პატი მილსმა თითქმის 35 წუთი ითამაშა და 36 ქულა ჩააგდო. 14 ქულითა და 8 პასით მას მარსელინიო დაეხმარა, მაგრამ ვეტერანებმა მეტი ვერ გაქაჩეს – ახალგაზრდებმა ვერ ივარგეს.

ბარსელონა სერიაში უკვე აშკარად დაწინაურდა და მხოლოდ 1 მატჩი ექნება მოსაგები იმისთვის, რათა ACB ფინალში გავიდეს. მომდევნო მატჩს/მატჩებს ტენერიფე უმასპინძლებს და იმედია, თორნიკე თავს იქ გამოიჩენს.

წარმატებები თორნიკე შენგელიას!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading