მექსიკამ, მუნდიალი, გამარჯვებით გახსნა.
მსოფლიოს 2026 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი შეხვედრა აცტეკაზე, მექსიკის და სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართა.
აფრიკელთა მეკარის და დაცვის შეუთანხმებელი თამაშის შემდეგ, პირველი გოლი უკვე მეცხრე წუთზე, კოლუმბიური წარმოშობის მექსიკელმა კინონესმა შეაგდო.
მატჩის საბოლოოს ანგარიში მასპინძელთა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა, რაულ ხიმენესმა 67-ე წუთზე დააფიქსირა – 2:0.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საკმაოდ უხეში გამოდგა და სამი გაძევებითაც დასრულდა. სიტოლე, ბოლო იმედის ფოლისთვის 50-ე წუთზე გააძავეს, ხოლო აფრიკელთა ვეტერანი, ტემბა ზვანე, უხეშობისთვის 84-ეზე გააგდეს.
წითლის გარეშე მატჩი ვერც აგირეს გუნდმა დაასრულა – სესარ მონტესის ჯარიმა ასევე უკანასკნელი იმედის ფოლად შეფასდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს, მუნდიალის გახსნით მატჩში, წითელი ბარათი 1994 წელს, გერმანიისა და ბოლივიის ნაკრებებს შორის იქნა ნაჩვენები. გარდა ამისა, არასდროს, მსოფლიოს ჩემპიონატების საწყის შეხვედრებში მოედნიდან არ გაუძევებიათ სამი მოთამაშე.
მატჩს 80 824 გულშემატკივარი ესწრებოდა.










