“ტოტენჰემის” ფართო არჩევანი.
De Telegraaf-ის ინფრომაციით, უკვე არსებულ ვარიანტებს “ბარსელონა” და “ლივერპული” დაემატნენ.
გამოცემის ინფრომაციით, მიკი ვან დევენის გადმობირების ფავორიტებად სწორედ კატალუნიური გუნდი ან “მერსისაიდელები” უნდა განვიხილოთ, რადგან თავად ვან დე ვენს, არც “ჩელსიში” და არც “მანჩესტერ იუნაიტედში” წასვლა არ სურს.
25 წლის ფეხბურთელის გუნდთან კონტრაქტი 2029 წლამდეა გათვლილი. სწორედ ამ მიზეზით, “დეზები”, დაცვის ერთ-ერთი ლიდერის გასხვისებას, მიუხედავად არსებული მოთხოვნისა, არ ჩქარობენ.
შეგახსენებთ, დე ძერბის გუნდმა, უკვე დაიმატა კიდევ ერთი მცველი, ვან ჰეკე, რომელსაც, ბრიტანული მედია სწორედ თანამემამულის, ვან დე ვენის შემცვლელად განიხლავს, ხოლო კრისტიან რომერო, დიდი ალბათობით, “ტოტენჰემს” ამავე ზაფხულს გამოემშვიდობება.











