Centered Image

ბარსელონა ქამბექზე: მეტროპოლიტანოზე დრამა ვიხილეთ

ჰანსი ფლიკის გუნდმა თავი მიმდინარე სეზონშიც დაგვამახსოვრა.

კატალონიის ბარსელონა მადრიდის ატლეტიკოს ვანდა მეტროპოლიტანოზე ესტუმრა, იმ პირობებში, როცა საშინაო არენაზე 0:2 ჰქონდა წაგებული. ფლიკის გუნდის მიმართ ბევრი გულშემატკივარი იყო ოპტიმისტურად განწყობილი და სრულიად ლოგიკურადაც.

ბარსამ მატჩი მეტოქის საჩუქრით დაიწყო, როცა დაცვის ხაზში დაუდევარი პასი გაკეთდა, იამალი მეკარესთან პირისპირ დარჩა მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა. ამან ტემპი კიდევ უფრო გაზარდა და ატლეტიკო მეტად აღელდა. როგორც აღმოჩნდა ტყუილად არა – 24-ე წუთზე ოლმოს პასით ფერან ტორესმა გაიტანა და სტატუს-ქვო აღადგინა.

ატლეტიკო გონს მალევე მოეგო, საკუთარი კარიდან ძალიან ეფექტური იერიში “აკინძა” და 31-ე წუთზე ძალიან საჭირო გოლი გაიტანა. მარკოს ლორენტეს იდეალური პასით ადემოლა ლუკმენმა გაიტანა.

ამის შემდეგ მატჩი ბარსელონას უწყვეტი იერიშებითა და ატლეტიკოს ცალკეული კონტრ-იერიშებით წარიმართა. ნამდვილი ბრძოლა იყო. 79-ე წუთზე ზუსტად იგივე ამბავი მოხდა, როგორც პირველ შეხვედრაში – მეკარისკენ პირისპირ მიმავალ სორლოტს ერიკ გარსია წამოედო და მსაჯმა მაშინვე წითელი ბარათი უჩვენა.

კაცნაკლულობის მიუხედავად ბარსამ ზეწოლა მაინც გააგრძელა, თუმცა მაინც გაეპარა რამდენიმე სახიფათო იერიში. საბოლოოდ, სტუმრებმა გოლი ვერ გაიტანეს და შემდეგ ეტაპზე სიმეონეს ატლეტიკო გავიდა.

ფლიკის ბარსელონა უკვე ზედიზედ მეორედ ხდება უკვე ის სანახაობრივი ონავარი, რომელიც მარტივი შეცდომების გამო ეთიშება ასპარეზობას, არადა ეს გუნდი ძალიან დინამიურ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს.

ატლეტიკოს დიდი ალბათობით არსენალი ელოდება ნახევარფინალში, რომელიც ვეღარ არის ისეთი დაუმარცხებელი, როგორც სეზონის სტარტზე. ბუნებრივია, სიმეონეს გუნდს შანსები ექნება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading