Centered Image

63 მილიონი 16 წლის ვუნდერკინდში

კონსეისაოსთვის ბრძოლა ახალ ფაზაში გადადის.

ESPN Brazil-ის ინფორმაციით, “პალმეირასის” 16 წლის ვინგერი, ედუარდო კონსეისაო, პრემიერ ლიგის გუნდების რადარებზე მოხვდა. მოთამაშეს აკვირდება “რეალიც”.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შემტევის შეძენასთან “მანჩესტერ სიტი” იყო ახლოს, თანხა კი 40 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო, თუმცა უკანასკნელი ცნობებით, ფეხბურთელისთვის ბრძოლაში აქტიურად “ნიუკასლი” ჩაერთო, რაც “რეალის” მხრიდან დაინტერესებასთან ერთად, კონსეისაოზე ფასს მკვეთრად ზრდის.

ახალი ინფრომაციით, “მანჩესტერ სიტის”, 16 წლის მოთამაშის გადმოსაბირებლად 63 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ ფეხბურთელს, “პალმეირასის” ძირითად გუნდში ჯერ თამაში არ ჩაუტარებია.

შეგახსენებთ, რომ შარშან, “მანჩესტერ სიტიმ” სწორედ “პალმეირასიდან” გადმოიყვანა კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი ვიტორ რეისი, რომელიც შემდგომ “ჟირონაში” გაანათხოვრა. კონსეისაოსთან მიმართებითაც მსგავსი სქემაა მოსალოდნელი.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading