“იუვენტუსში” შევალიეს უკმაყოფილობით სარგებლობა სურთ.
Foot Mercato-ს ინფრორმაციით, “პსჟ-ს” აწ უკვე სათადარიგო მეკარე, ლუკა შევალიე, საკუთარი როლით უკმაყოფილებას სამწვრთნელო შტაბთან საუბრისასაც აღარ მალავს და სათამაშო დროის არგაზრდის შემთხვევაში, გუნდის დატოვებით იმუქრება.
24 წლის კიპერის აზრით, საფონოვი არ არის იმ დონის მეკარე, რომ ლუკა, გამოკვეთილად მისი შემცვლელი იყოს. შევალიეს მიაჩნია, რომ ლუის ენრიკემ, მას არასაკმარისი დრო მისცა თავის გამოსაჩენად.
სიტუაციით სარგებლობის მზადყოფნა კი “იუვენტუსმა” გამოთქვა. ტურინული გრანდი, მთელი ზაფხულია კარის ახალი დარაჯის ძიებაშია და თუმცა ძირითად გეგმად “ტოტენჰემის” მეკარის, ვიკარიოს ტრანსფერი ითვლება, შევალიეს კანდიდატურასაც გუნდში საკმარისად საიმედოდ აფასებენ.
ოდნავ განსხვავებული ინფორმაცია აქვს ამის შესახებ L’Equipe-ს. ფრანული გამოცემა Foot Mercato-ს ეთანხმება იმაში, რომ შევალიეს გაღიზიანება სათამაშო დროით დიდია, თუმცა იმასაც დასძენს, რომ ლუკა, მზადაა კიდევ ერთი სეზონით დარჩეს გუნდში და ლუის ენრიკეს აზრი შეაცვლევინოს.
Foot Mercato, “იუვენტუსის” სამეკარეო პრობლემის გადაჭრას, არაუგვიანეს აგვისტოს დასაწყისისა ელის, რადგან გუნდის დაცვას, ახალ ძირითად კიპერთან შესათამაშებლად დრო დასჭირდება.











