Centered Image

რამუშის 1+1 და დამაჯერებელი გამარჯვება კრიშტიანუს გარეშე

ოთხი გოლი დანიის კარებში, სკანდალის ფონზე.

ერთა ლიგის A დივიზიონის მესამე რაუნდის შეხვედრა, პორტუგალიამ კომეპნჰაგენში მძიმე ფსიქოლოგიური ვითარების ფონზე გამართა. რონალდუს შექმნილი დრამის შემდეგ, ჟესუსის გუნდმა ყურადღების ეპიცენტრში ყოფნას გაუძლო, წნეხს გაუმკლავდა და მასპინძლები შედეგიან მატჩში 4:2 დაამარაცხა.

მატჩის ერთ-ერთი გმირი კი სწორედ რამუში გახდა, რომელმაც ჩაანაცვლა ლეგენდა ცხრიანის პოზიციაზე. “მილანის” ფორვარდმა, შედეგიანი პასი კანსელოზე 13-ე წუთზე გააკეთა, ხოლო 25-ზე, თავადაც შეაგდო იმის შემდეგ, რაც დამსგორმა, ცხრიანში ტექნიკური დარტყმით, ულამაზესი გოლით გაათანაბრა ანგარიში.

იმავე დამსგორის ასისტით, ჰოილუნდმა ისევ საყაიმო ანგარიში აანთო შუქფარზე, თუმცა ბოლო სიტყვა ჟესუსის გუნდს დარჩა – ჯერ ვიტინიას თაურით, შემდეგ კი ჟოაო ფელიქსის გოლით, საბოლოო ანგარიში 4:2 დაფიქსირდა.

ამგვარად, ჟესუს ხელში, სამხრეთელებმა სამში სამი მატჩი მოიგეს, მათ შორის ორიდან ორი რონალდუს გარეშე.

შედეგად, ცხრა ქულით, პორტუგალია თავის ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს. მიმდინარე სანაკრებო ფანჯრის უკანასკნელი, მეოთხე მატჩი გუნდს ნორვეგიელების წინააღმდეგ, ოთხ ოქტომბერს საშინაო არენაზე ელის. ნოემბრის პაუზის დროს კი პორტუგალიელები დანიას და უელსს შეხვდებიან.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading