Centered Image

პრესკონფერენცია უნგრეთთან მატჩამდე

რამაზ სვანაძესთან ერთად ჟურნალისტებს ნაკრების მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძეც ესაუბრა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე უნგრეთის ნაკრებს ბუდაპეშტში დაუპირისპირდება. საწყის 2 ტურში ორივე გუნდმა მხოლოდ 1 ქულის აღება შეძლო, რის გამოც შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.

მატჩამდე პრესასთან საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ნაკრების განაპირა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ ისაუბრეს.

რამაზ სვანაძე გიორგი მიქაუტაძის შეცვლაძე: “ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც იცვლება, გულდაწყვეტილი გამოდის მოედნიდან, ეს ნორმალური და ძალიან კარგი ემოციაა, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ფეხბურთელს. არც სასაუბრო იყო არაფერი, ეს იყო ფეხბურთის ნაწილი, ჟორჟი, ისევე, როგორც მთელი გუნდი, ძალიან კარგ ფორმაშია, ველოდებით თამაშს. რაც შეეხება ბუდუ იქნება თუ სხვა ფეხბურთელი, ვიცი, რომ იეგოიანზეც იყო გულშემატკივრებში კითხვები – არის საკითხები, რომლებზეც ღიად არ ვსაუბრობთ, არის პრობლემები, პატარ-პატარა მიკრო ტრავმები, ვუფრთხილდებით ყველა ფეხბურთელს. ოთხი თამაში გვაქვს სათამაშო და ნებისმიერი მათგანი უნდა იყოს მზად მოედანზე გასასვლელად და გუნდის დასახმარებლად, როცა ამას მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ”.

როტაციაზე: “როტაცია ყოველთვის საჭიროა, მაგრამ არის ფაქტორები, რაც ღიად არ ჩანს, ღიად არ ვსაუბრობთ. გვაქვს მცირე პრობლემები და ვიმედოვნებ, რომ დროის გასვლასთან ერთად მოგვარდება. შემადგენლობა დამოკიდებული იქნება ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობასა და მეტოქეზე. ჩემი ამოსავალი წერტილი შემადგენლობის შერჩევაზე, ყოველთვის ეს არის”.

მეტოქეზე: “პატივისცემა უნგრეთის ნაკრებს, რომელიც ძალიან კარგი გუნდია, თანაც შინ თამაშობს. შეთამაშების მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვთ. ვაცნობიერებთ იმასაც, რომ მათთვის, როგორც ჩვენთვის, ერთ-ერთი ბოლო შანსია ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვება, რომ ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძოლონ. თუმცა, ჩვენი გეგმები გვაქვს, ვეცდებით, რომ მზად ვიყოთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ”.

ჯგუფში მდგომარეობაზე: “საკმაოდ თანაბარი ჯგუფია, ამ ყველაფერზე თუნდაც მშრალი ციფრები მეტყველებს, ის შედეგები, რაც არის, სატურნირო მდგომარეობა. ნებისმიერი ტური გადამწყვეტია და ყველაზე გადამწყვეტია დეტალები, რომლებიც შეიძლება შორიდან ნაკლებ ჩანდეს, მაგრამ მერწმუნეთ ეს დეტალები განსაზღვრავს სიტუაციას და შედეგებს. დარწმუნებული ვარ, ხვალაც ანალოგიური იქნება, დეტალები იქნება მნიშვნელოვანი და ჩვენი მთელი მზადება იმისკენაა მიმართული, რომ ყველა დეტალი იყოს გათვალისწინებული”.

მთავარ მწვრთნელთან ერთად ჟურნალისტებს საქართველოს ნაკრების გამოცდილი მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძეც გაესაუბრა:

“ცუდად დავიწყეთ, ყველა მეტს ელოდება ჩვენგან. ჩვენც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჯგუფში კარგი პოზიცია დავიკავოთ. ხვალ, რა თქმა უნდა, მოგება გვსურს. წინა თამაშში ქულაზე მეტს ვიმსახურებდით, რადგან, ჩემი აზრით, უკრაინაზე უკეთ ვითამაშეთ. რაც შეეხება დაღლილობას, ყველა გუნდს ეს პრობლემა აქვს. ვინ ითამაშებს, ვინ – არა, ჯერ არ ვიცით”.

ნაკრებში მე-80 მატჩზე: “როცა დებიუტი მქონდა, ამას მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი. ამაყი ვარ, რომ წლების განმავლობობაში ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი ჩემი ქვეყნისთვის”.

ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფში ორი ტურის შემდეგ, საქართველო და უნგრეთი თითო ქულით მესამე-მეოთხე ადგილს იყოფენ, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიასა და უკრაინას 4-4 ქულა აქვთ.

წარმატებები საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading