Centered Image

ბრუნომ უდიდესი აღიარება მიიღო

პორტუგალიელ ფლეიმეიკერს საუკეთესო ასისტენტობა დაუფასდა.

მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი ლიდერი, ბრუნო ფერნანდეში, რომელსაც ერთი ასისტი აშორებს, რათა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყაროს, პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ნემანია ვიდიჩის შემდეგ (2010-11 წლების სეზონი) გახდა პირველი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედიდან, ვისაც ეს ჯილდო ერგო. 

ცოტა ხნის წინ, ინგლისის საფეხბურთო მწერალთა ასოციაციამ (FWA) “წითლების” ფლეიმეიქერი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებით უკვე დააჯილდოვა, ახლა კი ბრუნომ თავისი ისტორიული სეზონი ოფიციალური ინდივიდუალური ჯილდოთი დააგვირგვინა. ბრუნომ ამ წოდებისთვის ბრძოლაში ლონდონის არსენალის ლიდერებს, დავიდ რაიას, გაბრიელსა და დეკლან რაისს აჯობა. ოთხეულს ჩამორჩნენ ერლინგ ჰაალანდი, ანტუან სემენიო (ორივე – მანჩესტერ სიტი), იგორ ტიაგო (ბრენტფორდი) და მორგან გიბს-უაითი (ნოტინგემი).

ბრუნომ ეს აღიარება თავის კარიერაში პირველად მიიღო. მანჩესტერის კაპიტანს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, და ჯერ კიდევ აქვს, რადგან წინ კიდევ 1 ტურია. ფერნანდეში ახლა 20 ასისტით ტიერი ანრისა და კევინ დე ბრუინის შედეგს იმეორებს და ბრაიტონთან “ამექს სტადიონზე” მას ერთი საგოლე პასი სჭირდება, რათა ერთ გათამაშებაში გაკეთებული ასისტების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდეს.

გარდა საგოლე პასებისა, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში “ელ მაგნიფიკოს” ყველაზე მეტი შექმნილი მომენტი, ყველაზე მეტი შექმნილი საგოლე შანსი, ყველაზე მეტი მოსალოდნელი საგოლე გადაცემა და ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემა ჰქონდა მეტოქის საჯარიმოში. 

ბრუნოს თაოსნობით, მაიკლ კერიკის გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება. იუნაიტედს 68 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი უკვე განაღდებული აქვს. ამ მიღწევაში ბრუნომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და ფსკერზე დასული იუნაიტედი მაიკლ კერიკის მოსვლის შემდეგ ლიდერებში ამოწია. მანჩესტერი ბრაიტონს 24 მაისს, 19:00 საათზე ესტუმრება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading