პეპს მანჩესტერ სიტის სისტემას არ აშორებენ.
უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ ხოსეპ გვარდიოლა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს! ინფორმაცია თავად ესპანელმა სპეციალისტმაც სულ დაადასტურა.
როგორც ცნობილი ხდება, გვარდიოლა ახალ როლს მოირგებს და “City Football Group”-ის გლობალური ელჩი გახდება. ახალ პოზიციაზე ის სხვადასხვა პროექტებში ჩაერთვება — მისი ძირითადი ფუნქცია იქნება ტექნიკური კონსულტაციების გაწევა City Football Group-ის კლუბებისთვის, ასევე ახალგაზრდული და სტრატეგიული განვითარების მიმართულებით რჩევების მიცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, გვარდიოლა იმუშავებს კონკრეტულ პროექტებსა და თანამშრომლობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ჯგუფში შემავალი კლუბების სათამაშო სტილის გაუმჯობესებასა და საერთო ფილოსოფიის გაძლიერებას.
პეპის წასვლისთანავე სიტიმ ახალი მწვრთნელის კანდიდატურაც დაადასტურა. გვარდიოლასა და სიტის ჯგუფის შეთანხმებით მომავალი სეზონიდან ქალაქელებს სათავეში ლონდონის ჩელსის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ასევე ესპანელი, ენცო მარესკა ჩაუდგება, რომელიც წლების განმავლობაში გვარდიოლას ასისტენტი იყო და მანჩესტერ სიტის სისტემა მისთვის უცხო არ არის.











