Centered Image

გამოცდილი გერმანელი “ვილანებს” მიუახლოვდა

უნაი ემერის მსგავსი ტიპის ფეხბურთელები ძალიან უყვარს – მითუმეტეს, უფასოდ.

ბირმინგემის ასტონ ვილამ სატრანსფერო ბაზარზე, სწრაფად იმოქმედა და ლეონ გორეცკასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. გორეცკა 2025/26 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, თავისუფალი აგენტი გახდა. 31 წლის ფეხბურთელს, “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტი ამოეწურა და აღარ გაუხანგრძლივეს. ახლა კი მის დასამატებლად ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები გამოვიდნენ.

ასტონ ვილას ხელმძღვანალეობა გორეცკას ძალიან გონივრულ სამიზნედ მიიჩნევს. კლუბში განსაკუთრებით აფასებენ მის გამოცდილებას, ლიდერულ თვისებებსა და ფიზიკურ შესაძლებლობებს. ეს მახასიათებლები სრულიად შეესაბამება ემერის ტაქტიკურ ხედვას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს.

ასტონ ვილამ, ამ ზაფხულს, გუნდიდან, ბევრი ფეხბურთელი გაუშვა, მაგრამ ისეთი მოთამაშეებიც დაიმატა, როგორებიც არიან იოან მანზამბი, მატეო რუჯერი და პარმას ყოფილი მეკარე, ზიონ სუზუკი. ახლა კი გუნდს, გორეცკას ტრანსფერის გაოფიციალურებამდე, ძალიან ცოტა აშორებს. ასტონ ვილა პრემიერ ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას ბრაიტონის წინააღმდეგ ჩაატარებს. გორეცკა ამ შეხვედრამდე რეგისტრირებას ვერ მოასწრებს, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ ის საქმეში მე-2 ტურიდანვე ჩაერთოს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading