როგორც ჩანს, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების ქვეყანაში ქართული ფეხბურთის პოპულარობა ძალიან იზრდება.
საქართველოს ნაკრების განაპირა მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის შახტარიდან კარიერას ესპანურ კადისში გააგრძელებს. მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია. ქართველი ფეხბურთელი ესპანეთში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გოჩოლეიშვილი კადისში იჯარის წესით ითამაშებს. იჯარის ღირებულება დაახლოებით €200 000 იქნება. შეთანხმება ასევე მოიცავს გამოსყიდვის სავალდებულო პუნქტს, რომელიც ძალაში შევა იმ შემთხვევაში თუ კლუბი დაწინაურდება ლა ლიგაში და ფეხბურთელი გარკვეული რაოდენობის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, კადისს ექნება შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში, ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებით თავადაც ისარგებლოს. გოჩოლეიშვილის შესაძლო გამოსასყიდი თანხა €3.5 მილიონს შეადგენს.
წარმატებები გიორგი გოჩოლეიშვილს!











