Centered Image

გუგეშა საბერძნეთიდან თურქეთში

ქართველ მეკარეს საბერძნეთში ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ სკამზე ჯდომა რომ არ სურს, სავსებით ლოგიკურია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრებისა და ბერძნული პაოკის მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი კარიერას თურქეთის ჩემპიონატის კლუბ “გიოზტეპეში” გააგრძელებს.

გიოზტეპემ 27 წლის მეკარესთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და გუგეშაშვილი თურქულ გუნდთან კონტრაქტს მალე გააფორმეს. ის გიოზტეპეში იჯარის წესით ითამაშებს და მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

გასული სეზონი გიოზტეპეესთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. გუნდმა მე-6 ადგილი დაიკავა და მხოლოდ გამორჩეულად ძლიერ და მდიდარ თურქულ გრანდებს ჩამორჩა.

რაც შეეხება ლუკა გუგეშაშვილს, წინა სეზონში ის პაოკიდან ბერძულ ატრომიტოსში იყო განათხოვრებული და ბევრი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ამის მიუხედავად, პაოკი მას პირველ მეკარედ მაინც არ განიხილავს და სრულიად ლოგიკურია, რომ ლუკა გუნდს ტოვებს.

წარმატებები ლუკა გუგეშაშვილს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading