ეკიტიკე დროის დიდ მონაკვეთს გამოტოვებს.
ინსაიდერების შემდეგ, ფრანგი შემტევის დაზიანების სიმძიმე დაადასტურა ლივერპულის ოფიციალურმა საიტმაც. ფორვარდმა, აქილევსის მყესი “პსჟ-სთან” ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩის დროს გაიწყვიტა.
“სკაი სპორტსის” ინფორმაციით, ეკიტიკე, არათუ ამ სეზონის დარჩენილ ნაწილს და მუნდიალს, არამედ შემდეგი სეზონის დიდ მონაკვეთსაც გამოტოვებს. დაბრუნების მიახლოებითი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
მიმდინარე სეზონში, “ლივერპულის” მიასურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში, 23 წლის ფრანგის აქტივში 15 გოლია.











