Centered Image

დავით ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა

სამწუხაროდ, ქართველ მცველს, ჯანმრთელობამ უმტყუნა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დავით ,,დათი” ხოჭოლავამ, სამწუხაროდ ძალიან ნაადრევ, 31 წლის ასაკში, საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ფეხბურთელმა აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გააჟღერა და შემდეგ კლუბის პრეს-სამსახურთან ინტერვიუში, უკვე ცრემლიანი თვალებით დაადასტურა.

ხოჭოლავას თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში მუხლის ტრავმა აწუხებდა და უკანასკნელ წლებში თამაში ტკივილგამაყუჩებლებით უწევდა. ვინაიდან მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა, დათიმ ოპერაცია ჩაიტარა, თუმცა აღნიშნული ქირურგიული ჩარევა, ბოლომდე შედეგიანი ვერ აღმოჩნდა და ფეხბურთელს 9 თვიანი რეაბილიტაციის უშედეგო კურსის შემდეგ, კარიერის დასრულება მოუწია.

დავით ხოჭოლავა კარიერის სტარტზე არაერთ ქართულ კლუბში გამოდიოდა და თავიდან, საერთოდ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. როგორც ცნობილია, მისი ცენტრალურ მცველად ჩამოწევის იდეა გიორგი დევდარიანს ეკუთვნის და ფაქტია, რომ ამან გაამართლა.

კარიერის საუკეთესო პერიოდი დათიმ დონეცკის ,,შახტარსა” და დანიურ ,,კოპენჰაგენში” გაატარა, სადაც უკრაინისა და დანიის ჩემპიონის ტიტული, არაერთხელ მოიგო. აღნიშნული გუნდების შემადგენლობაში მას ბევრი მატჩი უთამაშია ჩემპიონთა ლიგაზე და თანაც საკმაოდ მაღალ დონეზეც. ,,კოპენჰაგენში” თამაშის პერიოდში, საერთოდაც, გულშემატკივრების ფავორიტი ფეხბურთელი იყო.

რაც შეეხება ნაკრებს, ხოჭოლავა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებში პერმანენტულად თამაშობდა, მთავარ გუნდში კი დებიუტი 2017 წელს ჰქონდა. მას შემდეგ დათიმ ნაკრებში 39 თამაშის ჩატარება მოასწრო. სანიოლის ნაკრებში, ის ძირითადის მცველად ყოველთვის განიხილებოდა და მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ძალიან კვალიფიციურ ფეხბურთელს, ქართული ფეხბურთი, როგორც მოედნის მოთამაშეს, ემშვიდობება.

წარმატებები დავით ხოჭოლავას!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading