Centered Image

დასანანი ფრე ქუთაისში

11 ივლისს კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის მატჩები დაიწყო და აღნიშნულ გათამაშებაში ქართული გუნდებიც ჩაერთვნენ. პირველი მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ადგილობრივი ,,ტორპედო” ალბანურ ტირანას მასპინძლობდა.

საწყის 20 წუთში ქუთაისელები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ. ორჯერ ძალიან არ გაუმართლათ – ერთხელ მეტოქემ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა, მეორედ კი კუთხურიდან თავით დარტყმული ძელს მოხვდა და ,,ტირანა” ორჯერ გადარჩა.

საბედნიეროდ ქუთაისელებმა გატანა 20-ე წუთზე მოახერხეს. მჭედლიშვილის ჩაწოდების შემდეგ ალბანელთა ცენტრალურმა მცველმა, გლედი მიჩიმ, ბურთს უხერხულად მოარტყა თავი და საკუთარ კარში ჩაჭრა.

ამის შემდეგ ,,ტორპედო” რატომღაც მოდუნდა, ვეღარც მასირებული შეტევები გააგრძელა. მეორე ტაიმში მეტოქემ ნელ-ნელა უპირატესობა მოიპოვა, მომენტების შექმნასაც უმატა და შედეგიც მიიღო. 87-ე წუთზე დაცვის შეცდომით რიმალ ხაჟუმ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

სამწუხაროდ, ,,ტორპედომ” მატჩი, სადაც დიდ უპირატესობას ფლობდა და მოსაგები ჰქონდა, ფრედ ითამაშა. მომდევნო მატჩს ქუთაისელები უკვე ალბანეთში, 18 ივლისს გამართავენ. აღნიშნული მატჩი ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება.

წარმატებები ქუთაისის ,,ტორპედოს”!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading