ლა ლიგაში დაბრუნებულმა სახელგანთქმულმა ესპანურმა გუნდმა, შესამჩნევი ტრანსფერები განახორციელა.
ლა-კორუნიელების შემადგნელობა, საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს კასადომ და ხიმენესმა გააძლიერეს.

22 წლის კასადოს, “ბარსელონას” როტაციაში მოხვედრის აღარ ეიმედებოდა, რის შემდეგაც, გუნდთან ერთად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ნახევამრცველი იჯარის წესით, “დეპორტივოში” გადაბარგდა. ლა-კორუნიელებს, მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა სეზონის ბოლოს, 30 მილიონ ევროდ ექნებათ.
გარდა “დეპორტივოსი”, კასადოს გადმოყვანის სურვილი ჰქოდათ საუდის არაბეთის წარმომადგენლებს, ასევე “ბეშიქტაშს” და “ასტონ ვილას”, თუმცა საბოლოოდ, მისი ლა ლიგაში დატოვება გადაწყდა.
რაც შეეხება ხიმენესს, “ატლეტიკომ”, რომეროს მოყვანის შემდეგ, გამოცდილ ურუგვაელთან დროებით განშორება გადაწყვიტა.

მადრიდში იმედოვნებენ, რომ უკანასკნელ სეზონებში ტრავმებით გატანჯული მცველი, “დეპორტივოში” კონდიციების აღდგენას შეძლებს.
2012-13 წლების სეზონში, “დანუბიოდან” გადმოსულმა მცველმა, მადრიდელთა რიგებში გატარებულ 13 სეზონში (სადებიუტოს გამოკლებით), შარშან, ჩატარებული თამაშების ანტირეკორდი დაამყარა და ლა ლიგის გასულ გათამაშებაში, მხოლოდ 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
უკანასკნელ სეზონებში, ურუგვაელს წვივის უკანა და ბარძაყის კუნთების ტრავმები აწუხებდა, რის გამოც, მან “ატლეტიკოს” სტარტში ადგილი დაკარგა.










