Centered Image

მუდრიკის ახალი შანსი

ყოფილ მწვრთნელთან მუშაობა კარგი შანსია იმისთვის, რათა უკრაინელმა კარიერა გააცოცხლოს.

„ტოტენჰემმა“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „ჩელსისგან“ ორი ფეხბურთელი შეიძინა, ერთ-ერთი მიხაილო მუდრიკია, რომელიც კლუბმა იჯარით დაიმატა. უკრაინელი ვინგერის კონტრაქტი გამოსყიდვის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს – საბოლოო სატრანსფერო ფასმა შესაძლოა 75 მილიონ ფუნტს მიაღწიოს.

„ეს შესანიშნავი შეგრძნებაა. მოუთმენლად ველი ვარჯიშების დაწყებასა და თამაშს. ძალიან მიხარია, რომ რობერტო დე ძერბისთან ერთად კვლავ ვიმუშავებ“– აღნიშნა მიხაილო მუდრიკმა.

მუდრიკისა და ტოსინის დამატების შემდეგ გამოვიდა რომ “დეზებმა” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 10 ფეხბურთელი შეიძინეს, ხოლო კლუბმა ამაში დაახლოებით 400 მილიონ ფუნტზე მეტი გაიღო.

„მიშასთან მისი კარიერის ადრეულ ეტაპზე მიმუშავია და ზუსტად ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია მას ჩვენი გუნდისთვის. მას აქვს თამაშის შეცვლის უნარი, სისწრაფე და ერთი-ერთზე სიტუაციებში მოწინააღმდეგის ჩამოშორების შესანიშნავი შესაძლებლობა. ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია“ – გახარებულმა, ასე შეაქო დე ძერბიმ შეგირდი.

მუდრიკისთვის „ტოტენჰემში“ გადასვლა კარიერის თავიდან დაწყების შესაძლებლობაა. უკრაინელი ვინგერი „ჩელსიმ“ 2023 წლის იანვარში 62 მილიონ ფუნტად შეიძინა, თუმცა ლონდონურ კლუბში საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა ვერ მოახერხა, ამას დაემატა დოპინგ სკანდალი და დიდხნიანი დისკვალიფიკაცია.

უკრაინელს მაღალი კონკურენციის გამო ძირითადში თამაში გაუჭირდება, დე ძერბი მუდირკსიგან მაქსიმალურ მონდომებასა და თავდადებას მოითხოვს. თუ ის სწრაფად შეძლებს სათამაშო რიტმის დაბრუნებას და მწვრთნელის მოთხოვნებთან ადაპტაციას, მას „ტოტენჰემში“ მნიშვნელოვანი როლის დამკვიდრების რეალური შანსი ექნება.

წარმატებები მიჰაილო მუდრიკს! ნამდვილად ნიჭიერი ფეხბურთელია!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading