საფრანგეთის ვარსკვლავურ ნაკრებში მადრიდის რეალის ნახევარმცველი ვერ მოხვდა, როცა განაცხადში რომასა და მონაკოს ფეხბურთელებიც არიან.
მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და ბუნებრივია, ამ მთავარი სპორტული მოვლენის გარშემო მღელვარება და ინტერესი კიდევ უფრო სწრაფად იზრდება. რამდენიმე დღის წინ ნაკრებებმა გაფართოებული შემადგენლობები გამოაქვეყნეს, დღეს კი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის, საფრანგეთის ნაკრების ის განაცხადი გამოქვეყნდა, რომელიც იმ 26 ფეხბურთელს მოიცავს, ვინც “მამლების” ღირსებას დაიცავს ჩრდილოეთ ამერიკაში.
ბუნებრივია, როცა საუბარი ასეთ ვარსკვლავურ ნაკრებზე გვაქვს, არსებობს უცნაურობებიც. დეშამის განაცხადში ვერ მოხვდა მადრიდის რეალის ედუარდო კამავინგა, როცა განაცხადში სულ 4 ნახევარმცველია და ერთ-ერთი მათგანი რომას ნახევარმცველი, მანუ კონე, რომელიც კამავინგას სტატუსით ნამდვილად ჩამორჩება.

მაშ ასე – საფრანგეთის ნაკრების განაცხადი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემდეგია:
მეკარეები: მაიკ მენიო (მილანი), ბრის სამბა (რენი), რობინ რისერი (ლანსი).
მცველები: ლუკა დინი (ასტონ ვილა), მალო გუსტო (ჩელსი), ლუკა ერნანდესი (პსჟ), ტეო ერნანდესი (ალ-ჰილალი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ჟულ კუნდე (ბარსელონა), მაქსენს ლა’კრუა (კრისტალ პალასი), ვილიამ სალიბა (არსენალი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი).
ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (ფენერბაჰჩე), მანუ კონე (რომა), ადრიენ რაბიო (მილანი), აურელიან ჩუამენი (რეალი), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ).
თავდამხმელები: მაგნის აკლიუში (მონაკო), ბრედლი ბარკოლა (პსჟ), რაიან შერკი (მანჩესტერ სიტი), უსმან დემბელე (პსჟ), დეზირე დუე (პსჟ), ჟან-ფილიპ მატეტა (კრისტალ პალასი), კილიან მბაპე (რეალი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი), მარკუს ტურამი (ინტერი).
საფრანგეთის ნაკრები მუნდიალს 16 ივნისს, სენეგალთან მატჩით დაიწყებს, რომელთანაც სასიამოვნო მოგონებები ნამდვილად არ აკავშირებს – მითუმეტეს, ტურნირის პირველ მატჩში. 23 ივნისს ფრანგები ერაყს შეხვდებიან, 26 ივნისს კი უკვე ნორვეგიელებთან მატჩით დახურავენ ჯგუფურ ეტაპს.










