Centered Image

სინერმა, ნოლეს, კიდევ ერთი რეკორდი წაართვა

იტალიელის სუპერსვლა გრძელდება.

რომის მასტერსის მეოთხედფინალში, ანდრეი რუბლიოვის 6:2, 6:4 დამარცხებით, იანიკმა ათასიანთა კატეგორიის ტურნირებზე მიჯრით 32-ე მატჩი მოიგო.

საუკეთესო შედეგი, აქამდე, ნოვაკ ჯოკოვიჩს ეკუთვნოდა. სერბს, 2011 წლის “ინდიან უელსიდან” “ცინცინატის” ჩათვლით, მასტერსებზე, ზედიზედ 31 შეხვედრა ჰქონდა მოგებული.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, იანიკმა მადრიდში ზედიზედ მეხუთე ათასიანი ტურნირი მოიგო, რაც ასევე ყველა დროის საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

გარდა ამისა, სინერმა ჯამურად მიჯრით 27-ე თამაში მოიგო, რაც მისი პირადი რეკორდის გაუმჯობესებაა.

ასევე, ნადალის შემდეგ, იანიკი გახდა პირველი ჩოგბურთელი, ვინც სეზონის საწყის ხუთ მასტერსზე მინიმუმ ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

ფინალის საგზურისთვის, სინერი, დანილ მედვედევს შეებრძოლება. რუსმა, ახალგაზრდა ეპსანელს, ლანდალუსს, მძიმე, სამსეტიან ორთაბრძოლაში აჯობა.

მედვედევსა და იანიკს შორის ურთიერთშეხვედრების ანგარიში 9:7 ია იტალიელის სასარგებლოდ. თუმცა, უკანასკნელი ოთხი მატჩი და ბოლო ცხრა შეხვედრიდან რვა, სწორედ მსოფლიოს პირველ ჩოგანს აქვს მოგებული.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading