Centered Image

დინი: “ხვიჩა ვინგერის ევოლუციის ახალი ეტაპია”

“სკაის” ექსპერტი, კვარას ქებაში სხვებს არ ჩამორჩა:

“მესი და კრიშტიანუ ყველას გვიყვარდა. მათ უდიდესი სამუშაო გასწიეს ფეხბურთის ახალ საფეხურზე გადასაყვანად, თუმცა ახალ ყველაფერი შეიცვალა. თუ ჯერ კიდევ ათი წლის წინ, მთელი გუნდი იმაზე მუშაობდა, რომ მთავარი ვარსკვლავისთვის სივრცე მიეცა, ახლა შემტევი სრულიად განსხვავებულად უნდა მოქმედებდეს. სწორედ ისე, როგორც ამას ხვიჩა ბოლო სეზონებში აკეთებს.

კვარაცხელია გარდაიქმნა ვინგერის ევოლუციის ახალ ეტაპად. მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთებს ვიხილავთ მის პოზიციაზე უახლოესი ათი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომაც მგონია, რომ “რეალს”, ამ შემადგენლობით ძალიან გაუჭირდება. გუნდს, შეტევის არც ერთ ფლანგზე არ ჰყავს ისეთი მოთამაშე, რომელიც ცენტრში ამდენს შერბოდეს და დაცვაში ასეთი სიხშირით ბრუნდებოდეს. არადა დღეს ამის გარეშე ძალიან რთულია.” განაცხადა ტროი დინიმ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading