Centered Image

დისკვალიფიკაცია უხამსი ჟესტებისთვის

სლოვაკი მრბოლელი, რობერტ კოლჩაკი, შვედეთში გამართულ ERC-ის რალის დროს ცუდად იქცეოდა:

„მე-6 საკონტროლო პუნქტის გაჩერების შემდეგ, უსაფრთხოების სტანდარტული აღჭურვილობის შემოწმების დროს, მე-18 ეკიპაჟის მძღოლმა შეუფერებელი კომენტარები გააკეთა ტექნიკური ინსპექტორის მიმართ, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა, ჰკითხა, სურდა თუ არა მისი სასქესო ორგანოების ნახვა, შემდეგ კი ტექნიკური ინსპექტორების თვალწინ თავისი სასქესო ორგანოების არეში ხელი მოკიდა“, – ნათქვამია სტიუარდების ოფიციალურ განცხადებაში.

თავად მძღოლმა განაცხადა, რომ მას ორგანიზმში იმდენი ადრენალინი ჰქონდა, რომ ცუდად მოიქცა, როდესაც ტექნიკური ინსპექტორი კოლჩაკის უსაფრთხოების აღჭურვილობასა და ტანსაცმელს ამოწმებდა. კოლჩაკის თქმით, მან არ იცოდა, რომ ქალი ღონისძიების ოფიციალური პირი იყო და ასევე მიაჩნდა, რომ მისი ტანსაცმლის შემოწმების მანერა შეუფერებელი იყო.

თუმცა, სტიუარდებმა არ მიიღეს კოლჩაკის ახსნა-განმარტებები და საქციელი იმდენად შეუფერებლად მიიჩნიეს, რომ დისკვალიფიკაცია ერთადერთ სათანადო სანქციად მიიჩნიეს.

სტიუარდების თქმით, ღონისძიების ყველა ოფიციალურ პირს უნდა შეეძლოს თავისი მოვალეობების შესრულება სექსუალური შევიწროების ან სხვა შეუფერებელი ქცევის შიშის გარეშე.

ისე კი კოლჩაკისთვის, წლევანდელი საერთაშორისო ღონისძიებები მაინცდამაინც კარგად არ მიმდინარეობს. სლოვაკი, თებერვალში, შვედეთის რალიდან და აპრილში კორდობაში გამართული ERC-ის რაუნდიდან გამოეთიშა რბოლას.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading