Centered Image

ცხოვრებაძის აღიარება ხორვატიაში და MVP ჯილდო

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ლიდერმა თასის ფინალური მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებისა და ხორვატული გრანდის, ზაგრების ლიდერი, გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის თასის გამარჯვებული გახდა. ფინალურ მატჩში ზაგრები ისტრას დაუპირისპირდა და საკმაოდ მარტივად, 32:21 გაიმარჯვა. ზაგრები ხორვატიის თასის გამარჯვებული 32-ედ გახდა, გიორგი ცხოვრებაძე კი ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა (MVP).

გიორგი ცხოვრებაძემ მეტოქის კარში 9 გოლის გატანა შეძლო, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია. გიორგი ცხოვრებაძესა და ზაგრებს მორიგი მნიშვნელოვანი დაპირისპირება 29 მაისს ელით, სადაც ხორვატიის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში სესვეტეს დაუპირისპირდებიან.

წარმატებები გიორგი ცხოვრებაძეს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading