კომო ლიგაზე, “იუვე” და “მილანი” მთავარი ევროტურნირის მიღმა.
ემოციურად წარიმართა მოვლენები სერია ა-ს დასკვით ტურში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ორი საგზურისთვის “მილანი”, “იუვენტუსი”, “რომა” და “კომო” იბრძოდნენ.
სეზონის წარმატებული პირველი ნახევრის შემდეგ, “მილანის” რეგრესი უკნაკასკნელ ტურში, “კალიარისთან” საშინაო მარცხით 1:2 დაგვირგივნდა. ფრედ დაასრულა თავისი შეხვედრა “იუვენტუსმა” ტურინულ დერბიში, სადაც “ტორინოსთან” 2:2-ის შედეგად, “ბებერი ქალბატონი” ევროპა ლიგის საგზურით დაკმაყოფილდა.
სამაგიეროდ, თავიანთი შანსებით ისარგებლეს “რომამ” და “კომომ”. გასპერინის ბიჭებმა, კაცთნაკლულ ვერონას დამაჯერბლად, 2:0 მალენის და ელ შაარავის გოლებით მოუგეს, ხოლო “კომომ”, ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის საგზური “კრემონეზეს” 4:1 განადგურებით მოიპოვა.
შედეგად, მომავალი სეზონის მთავარი საკლუბო საფეხბურთო ტურნირის საგზურები იტალიის ჩემპიონმა “ინტერმა”, ასევე “ნაპოლიმ”, “რომამ” და “კომომ” მოიპოვეს. ევროპა ლიგაზე “მილანი” და “იუვენტუსი” იასპარეზებენ, ხოლო რანგით მესამე საკლუბო ევროტურნირზე, იტალიას “ატალანტა” წარადგენს.










