ზედიზედ ოთხი მოგება ახალგაზრდა ტალანტს.
მონრეალის გრან-პრი მსუბუქი წვიმის ფონზე დაიწყო, რამაც თავიდანვე ყველაფერი არია. სტარტის შემდეგ, პირველ ადგილზე გადასულ ნორისს, საბარუვების არასწორი შერჩევის გამო, პიტ-სტოპზე შესვლა რამდენიმე წრეში მოუწია, რის გამოც, კარგი ტემპის მიუხედავად, პოდიუმისთვისაც ვეღარ იბრძოლა.
სამაგიეროდ, დიდი ბრძოლა გაიმართა ორ “მერსედესს” შორის.

რასელმა და ანტონელიმ, ლიდერის პოზიცია რამდენიმეჯერ გაცვალეს, სანამ პირველ ადგილზე მყოფ ბრიტანელს, ბოლიდმა არ უმტყუნა.
ამ სეზონში უკვე მეორედ, რასელს, რბოლის ნაადრევად დასრულება ტექნიკური პრობლემების გამო მოუწია, ხოლო 19 წლის იტალიელმა, მიჯრით მეოთხე გამარჯვება იზეიმა, რასაც საერთო ჩათვლაში ლიდერობის მკვეთრად გაზრდაც მოჰყვა.
რბოლის დასკვნით ნაწილში, ყველაზე საინტერესო მეორე პოზიციისთვის ორთაბრძოლა გამოვიდა. შვიდ და ოთხგზის ჩემპიონებს შორის, უკეთესი ბოლიდი კვლავ “ფერარის” აღმოაჩნდა, მეორე პოზიციაზე გასულმა ჰემილტონმა კი პოდიუმთან ერთად, დღის მრბოლელის წოდებაც დაირტყა. ხოლო მაქსისთვის, ისევე როგორც “რედ ბულისთვის”, მონრეალის გრან-პრის პოდიუმი წარუმატებელ სეზონში სადებუიტო აღმოჩნდა.
შედეგად, ანტონელის თანაგუნდელთან უპირატესობა საერთო ჩათვლაში 43 ქულამდე გაიზარდა. მესამე ადგილისთვის კი ორი “ფერარი” იბრძვის – ლეკლერი, სირ ლიუის ჰემილტონს, სამი ქულით ასწრებს.











