Centered Image

ევროლიგაზე ინდივიდუალური ჯილდოები გაიცა

დასახელდა საუკეთესო ხუთეულებიც – გასარკვევი მხოლოდ სეზონის MVP დარჩა.

ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკალათბურთო ტურნირის, ევროლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა. დასრულდა ასევე პლეი-ინის ეტაპიც, სადაც გადამწყვეტ მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა მონაკომ თორნიკე შენგელიას ბარსელონა დაამარცხა და მე-8 ადგილი დაიბევა.

2025-26 წლების სეზონი სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი გამოდგა. სატურნირო ცხრილში საოცარი სიმჭიდროვე იყო და ბოლო ტურის ბოლო მატჩებამდეც კი არ იყო გარკვეული იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებდნენ.

თვალსაჩინოებისთვის კარგი მაგალითია ვახსენოთ, რომ პირველ ადგილზე გასულ ოლიმპიაკოსს 26 მოგება ჰქონდა, მე-10 პოზიციაზე მყოფ ცრვენა ზვეზდას კი 21, რომელიც ტურნირის საწყის ეტაპზე, 11 ტურის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა.

გამოვლინდა საუკეთესო ხუთეულები. სამწუხაროდ, თორნიკეს პირადი ტრავმის, გუნდის ცუდი შედეგისა და არასტაბილური თამაშის გამო ჩვენი კაპიტანი ვერცერთ ხუთეულში ვერ მოხვდა. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორედ თოკოს პოზიციაზე თამაშობს ევროლიგაში მოთამაშე ალბათ საუკეთესო კალათბურთელი, ალექსანდრ “საშა” ვეზენკოვი.

მაშ ასე – ევროლიგის მე-2 საუკეთესო ხუთეული შემდეგია:

უიედ ბოლდუინი – ფენერბაჰჩე.

ტაილერ დორსი – ოლიმპიაკოსი.

ტაილენ ჰორთონ-ტაკერი – ფენერბაჰჩე.

კენდრიკ ნანი – პანათინაიკოსი.

ვალტერ ტავარესი – რეალ მადრიდი.

პირველი ხუთეული შემდეგია:

სილვაინ ფრანსისკო – ჟალგირისი.

ჟან-კლოდ მონტერო – ვალენსია.

ელაიჯა ბრაიანტი – ჰაპოელ თელ-ავივი.

საშა ვეზენკოვი – ოლიმპიაკოსი.

ნიკოლა მილუტინოვი – ოლიმპიაკოსი.

ასევე გაიცა ინდივიდუალური ჯილდოებიც, მხოლოდ სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ანუ MVP არის გასარკვევი. დიდი ალბათობით ამ პრიზს არაერთგზის MVP, ოლიმპიაკოსის ბულგარელი ფორვარდი, საშა ვეზენკოვი წაიღებს, რომელიც რეგულარული სეზონის საუკეთესო მექულე გახდა და ალფონსო ფორდის სახელობის ჯილდო მოიგო.

ორი ინდივიდუალური პრიზი ერგოთ ვალენსიას წარმომადგენლებს, რაც სრულიად ლოგიკურია. გუნდმა ყველასთვის მოულოდნელად, პლეი-ოფში გასვლა მე-2 პოზიციით შეძლო და მძიმე კონკურენციაში საკუთარი მაღალი პოზიცია დაიკავა. შესაბამისად, საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო გუნდის ვეტერან დამრიგებელს, პედრო მარტინეზს, რომელიც ალექსანდრ გომელსკის სახელს ატარებს, ხოლო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, დომინიკელი ჟან-კლოდ მონტერო წლის ამომავალ ვარსკვლავად გამოცხადდა (თავის დროზე, 2019 წელს ეს ჯილდო გოგა ბითაძესაც აქვს მოგებული). სიმბოლურია, რომ გასულ წელს მან მსგავსი ჯილდო ევროთასის ეგიდითაც მიიღო და წელსაც დიდი პროგრესი განიცადა.

პრიზის გარეშე არ დარჩა მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი მონაკო. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალფა დიალომ, რომელიც მომავალი სეზონიდან NBA-ში გადაბარგებას აპირებს, საუკეთესო დამცველის ჯილდო მოიგო. ამ კატეგორიაში მისი კონკურენტები ისევ მისი თანაგუნდელი, ჯეირონ ბლოსომგეიმი და რეალ მადრიდის “კოშკურა”, ვალტერ ტავარესი იყვნენ.

წინ სეზონის მთავარი ეტაპია. პლეი-ოფების პირველ რაუნდში გუნდები 3 მოგებამდე ითამაშებენ, მაისის ბოლოს კი “ოთხთა ფინალი” შედგება, რომელსაც ევროპის ერთ-ერთი საკალათბურთო დედაქალაქი, ათენი უმასპინძლებს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading