Centered Image

ევროლიგის ფინალისტები გაირკვა

ათენში გამართული ნახევარფინალები დაძაბული ვერ გამოდგა.

საკალათბურთო ევროლიგაზე ოთხთა ფინალი დაიწყო. 2026 წელს ამ დიდებულ ივენთს ათენი, კონკრეტულად კი, პანათინაიკოსის “ოაკა არენა” მასპინძლობს. მოქმედი ჩემპიონი ფენერბაჰჩე მძლავრ ოლიმპიაკოსს დაუპირისპირდა, მეორე წყვილში კი ესპანური დუელი შედგა მადრიდის რეალსა და ამბიციურ ვალენსიას შორის.

რეგულარულის გამარჯვებულმა ოლიმპიაკოსმა თავისი მატჩი უმტკივნეულოდ მოიგო. მატჩის უმეტესი ნაწილი ბერძნები 10 და მეტი ქულით იგებდნენ, საბოლოოდ კი 79:61 გაიმარჯვეს.

საუკეთესო ვალიდობის მქონე ნიკოლა მილუტინოვი გამოდგა, რომელმაც მხოლოდ 6 ქულა ჩააგდო, მაგრამ ბურთი 13-ჯერ მოხსნა და +18 ვალიდობით მატჩის MVP გახდა. ყველაზე მეტი, 17 ქულა ალეკ პიტერსმა ჩააგდო, 16 საშა ვეზენკოვმა აკრიფა, 15 კი ტაილერ დორსიმ.

ფენერს 17 ქულით ტარიკ ბიბეროვიჩმა ულიდერა და მე-3 მეოთხედის მიწურულს პირადადაც მოაწყო გაქცევა, მაგრამ ეს საკმარისი ვერ აღმოჩნდა. 16 ქულით, 7 მოხსნითა და 3 პასით ფენერის საუკეთესო მოთამაშე ტაილენ ჰორტონ-ტაკერი გამოდგა – მან +23 ვალიდობა დააფიქსირა.

ფენერი ყველაზე მეტად კვალიფიციური მაღალი მოთამაშის არყოლამ დააზარალა, რის გამოც გუნდმა ბევრი ქულა გაუშვა საღებავიდან და მეტოქეზე ცხრით ნაკლები მოხსნა გააკეთა.

მეორე ნახევარფინალში რეალი და ვალენსია გადაიკვეთნენ. ვალენსიამ “ოაკა არენაზე” პანათინაიკოსს ორი სასწაული მატჩი მოუგო, მაგრამ ამ დარბაზში მათი წარმატება იქ ამოიწურა. რეალმა თამაში თავისი კარნახით წაიყვანა, მაგრამ მე-4 პერიოდის შუაში, ვალენსიამ, მსუყე ჩამორჩენის მიუხედავად, ანგარიში გაათანაბრა კიდეც. შემდეგ რეალი დასკვნით ფაზაში სასწაულად გაიქცა და საბოლოოდ ანგარიში, 105:90 დააფიქსირა.

25 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და +33 ვალიდობა დააფიქსირა მარიო ჰეზონიამ – ხორვატი დაუცველი იყო. 17 ქულა რეალს ტრეი ლაილსმა შესძინა, 16 გაბრიელ დეკმა, 15 კი ანდრეს ფელიზის ანგარიშზე იყო.

ვალენსიას ლიდერებს თამაში, განსაკუთრებით მე-2-3 მეოთხედები ჩაუვარდათ. 15-15 ქულა სამმა მოთამაშემ, ნათან როივერსმა, ხაიმე პრადილიამ და ჟან-კლოდ მონტერომ ჩააგდეს.

ფინალური მატჩი “ოაკაზე” 24 მაისს, ჩვენი დროით 22:00 საათზე გაიმართება და 2023 წლის ფინალის მსგავსად ერთმანეთს ოლიმპიაკოსი და რეალი დაუპირისპირდებიან.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading