Centered Image

ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდელთა ლიდერის გარეშე ჩაივლის

დე იონგი ტრავმის მოშუშებას დიდ ფორუმამდე ვეღარ ასწრებს.

როგორც ნიდერლანდული გამოცემა Voetbal International  იუწყება, „ნარინჯისფერთა“ ლიდერი, ფრენკი დე იონგი, რომელმაც კოჭის ტრამვა „ბილბაოსთან“ დაპირისპირებაში მარტის დასაწყისში მიიღო, ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

ნიდერლანდელთა გულშემატკივრები ტრამვის გამიზეზებას „ბარსელონას“ სამედიცინო შტაბს აბრალებენ, რადგან 27 წლის ნახევარმცველი, მადრიდის „რეალთან“  დაპირისპირებისთვის, სწრაფად ჩააყენეს მწყობრში, თუმცა გუნდის მწვრთნელს, ჩავის, მისი შეცვლა მატჩის პირველივე ნახევარში მოუწია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დე იონგი, ბოლო დღეებში, მსუბუქ ვარჯიშებსაც შეუდგა. ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ნორალდ კუმანი, იმაზეც თანახმა იყო, რომ ფრენკი განაცხადში ისე შეეყვანა, ამ უკანასკნელს, პირველ მატჩებში მონაწილეობა საერთოდ არ მიეღო, მაგრამ ბოლო ვარჯიშზე ნაგრძნობი დისკომფორტის შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა დე იონგის სამომავლო პერსპექტივებისთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელთა ნაკრები ერთ-ერთ ურთულეს, D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მათ გარდა, ავსტრიის, პოლონეთის და საფრანგეთის ნაკრებები გამოვლენ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading