Centered Image

ეპოქალურმა კაცმა წასვლა დაგვიანონსა

იმედია, კრიშტიანუ სურვილს აისრულებს და 1000 გოლიან ნიშნულს 1 სეზონში შეწვდება.

როგორც ლეგენდარულმა პორტუგალიელმა დაგვიანონსა, გამოდის რომ, კრიშტიანო რონალდო ფეხბურთში თავის ბოლო სეზონს იწყებს.

41 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, რომ მისთვის ბოლო სეზონი იყოს. სხვა კონკრეტიკისგან მან თავი შეიკავა, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე ხმამაღლა დაიწყო საუბარი კარიერის დასრულების შესახებ.

“შესაძლოა, ეს მართლაც ჩემი ბოლო სეზონი იყოს ფეხბურთში. მინდა, საოცარი მემკვიდრეობა დავტოვო. ჩემი მომავალი უკვე დაგეგმილი მაქვს”, – უთხრა კრიშტიანომ “Vogue”-ს.

ლეგენდარულ ფეხბურთელს ალ-ნასრთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და შესაძლოა, სწორედ ამის შემდეგ ფეხბურთს დაემშვიდობოს. რონალდოს დიდი მემკვიდრეობა ფეხბურთში უკვე დატოვებული აქვს, მაგრამ მისი მიზანი 1000 გოლის გატანაა და ამ საფირმო ნიშნულამდე 24 გოლი აშორებს. ამჟამად მის ანგარიშზე 976 ოფიციალური გოლია.

კრიშტიანო რონალდოს დიდებული კარიერა 2002 წელს ლისაბონის სპორტინგიდან დაიწყო. მერე კი მანჩესტერ იუნაიტედი, რეალი, იუვენტუსი, ისევ იუნაიტედი, ალ-ნასრი და უამრავი დაუვიწყარი მომენტი იყო.

დიდი ეპოქა სრულდება – რონალდუ ძალიან დიდი კაცია, თუ ყველაზე დიდი არა!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading