პორტუგალიის საფეხბურთო ფედერაციამ ვერდიქტი გააჟღერა.
A Bola-ს ინფორმაციით, პორტუგალიის საფეხბურთო ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა რონალდუს სასჯელი დაუნიშნა. ნაკრების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი, გუნდის ნაადრევად დატოვების გამო დისკვალიფიცირებული იქნება ერთი თვით, ასევე მიიღებს უმკაცრეს ფულად ჯარიმას – 255 ევროს.
იმის გათვალისწინებით, რომ ინციდენტი 30 სექტმებერს მოხდა, ნაკრების შემდეგი მატჩი კი 14 ნოემბერს უწევს, კრიშტიანუს, ამ პერიოდში არც ერთი შეხვედრის გამოტოვება არ მოუწევს, თუ რა თქმა უნდა, ის ნაკრებში დაბრუნებას გადაწყვეტს.
გამოცემის ინფრომაციით, მხოლოდ საფეხბურთო შემოსავლების გათვალისწინებით, 41 წლის ფეხბურთელს, 255 ევროს გამოსამუშავებლად, დაახლოებით 35 წამი სჭირდება.










