Centered Image

კვალიფიკაცია დაძლეულია – წინ სლემის ჩემპიონია

ბასილაშვილმა ავსტრალიური ბარიერი გადალახა.

ალმათის 250-იანის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში, ნიკოლოზის მეტოქე ადამ უოლტონი იყო.

ქართველმა, ამ მომენტისთვის რეიტინგში 26 პოზიციით მაღლა მდგომი მეტოქის მთავარი იარაღის, ჩაწოდების ნეიტრალიზება მოახერხა და რთულ ორსეტიან დაპირისპირებაში – 6:4 7:6 იმარჯვა.

საინტერესოა, რომ ძალიან კარგი ჩამწოდებლის გეიმებში, ნიკას 12 ბრეიკპოინტი ჰქონდა, რომლიდანაც ერთადერთის რეალიზება პირველ სეტში, მესამე გეიმში მოხეხრდა. ხოლო “მწვანე კონტიენტის” 27 წლის წარმომადგენელს, ქართველის ჩაწოდებაზე ბრეიკ პოინტამდე მისვლაც კი არ გამოუვიდა. მიუხედავად შანსების დაბალი რეალიზაციისა, ბასილაშვილს კარგი მატჩი გამოუვიდა და გამარჯვებაც დამაჯერებელი იყო.

საერთოდაც აღსანიშნავია, რომ ნიკამ, უკანასკნელ ტურნირებზე ჩაწოდებების მხრივ გამორჩეული მონაკვეთი ჩაატარა. იმავე ჩენდუს ტურნირზე, ქართველი, ნახევარფინალში მარცხამდე ხუთ შეხვედრაში ერთადერთხელ დაბრეიკდა, ყაზახეთშიც მეტოქეები, ნიკას გეიმებში ჯერ უშანსოდ არიან.

ძირითადი ბადის პირველ წრეში, ბასილაშვილს საკმაოდ სახელოვანი, თუმცა ასაკოვანი მეტოქე ეყოლება. 36 წლის მარინ ჩილიჩთან, რომელიც ამერიკის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონია, ნიკოლოზს ორ შეხვედრაში ჯერ სეტიც არ მოუგია.

მატჩი ხვალ, შუადღის სესიაზე ჩატარდება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading