ბრაზილიელს, საკვანძო გადაწყვეტილების მისაღებად, ცოტა დრო რჩება.
ESPN-ის ინფორმაციით, უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ვინისიუსის აგენტებსა და მადრიდული გუნდის წარმომადგენლებს შორის შედგა უნაყოფო გამოდგა. ვინგერი, ჯერ კიდევ ითხოვს იმავე ხელფასს, რასაც იღებს კილიან მბაპე (31 მლნ ევრო), ასევე, ფრანგი შემტევის ანალოგიურ ბონუსს კონტრაქტის ხელმოწერაზე და საიმიჯო უფლებების 100%-ს. “რეალში” ამ პირობებზე თანახმანი არ არიან.
გამოცემის ინფრომაციით, “სამეფო კლუბი” აღარ გეგმავს მოლაპარაკებების ზედმეტად გაწელვას, რადგან მოურინიოს სურს შემადგენლობა რაც შეიძლება სწრაფად ჩაიბაროს და მზადაა, “არსენალის” მიერ შემოთავაზებული 150 მილიონი ევრო იმ შემთხვევაში მიიღოს, თუ ბრაზილიელის მადა არ მოიკლებს.
ESPN-ი, გუნდში არსებულ ინფრორმატორზე დაყრდნობით ამბობს, რომ გადამწყვეტი და საბოლოო შეხვედრა მხარეებს შორის ოთხშაბათს გაიმართება. თუ ამ საათებში, ვინი არ მიიღებს სეზონში 22 მილიონზე თანხმობის გადაწყვეტილებას, მას გუნდის დატოვება მოუწევს.











