Centered Image

ვინი “რეალში” რჩება

ბრაზილიელმა პერესის პირობები მიიღო.

ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ ესპანურმა მედიამ, შემდეგ კი თავად კლუბმა გაავრცელა.

კონტრაქტი 2032 წლამდე იქნება გათვლილი.

შეგახსენებთ, პერესმა ბრაზილიელს ულტიმატუმი წაუყენა, რომლის მიხედვითაც ვინი ან დათმობაზე წავიდოდა, ანაც ჩრდილოეთ ლონდონში, “არსენალის” მიმართულებით. შემტევი, ითხოვდა მბაპეს ანალოგიურ ხელფასს და საიმიჯო უფლებების 100%-ს, საბოლოოდ კი მიიღო სეზონში 25 მილიონი ევრო (რაც ნაკლებია, ვიდრე ფრანგის ხელფასი, რომელიც 31 მილიონს შეადგენს, თუმცა მეტი ვიდრე ყველა სხვა დანარჩენის გუნდში).

ასევე, ვინი დაიტოვებს საიმიჯო უფლებების დიდ პროცენტს, თუმცა არა ასს, როგორც თავად სურდა.

ბრაზილიელი “სამეფო კლუბის” ღირსებას 2018 წლიდან იცავს. ამ პერიოდში, ვინიმ 14 ტიტული, მათ შორის ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და სამჯერ ლა ლიგა მოიგო.

“რეალის” რიგებში ჩატარებულ 375 მატჩში, ვინისიუს ჯუნიორის აქტივში 128 გოლია.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading