Centered Image

ზედიზედ მეათე და ახალი საკლუბო რეკორდი

“პსჟ” ისევ შეუჩერებელია.

სეზონის სტარტზე, პოტენციურ ქართულ დერბიდ ნავარაუდები დაპირისპირება “ვილიარეალს” და “პსჟ-ს” შორის, სამწუხარო მიზეზების გამო ხვიჩას გარეშე შედგა, ხოლო ჟორჟმა, დრო მხოლოდ მეორე ტაიმის შუადან, უკვე გადაწყვეტილ თამაშში მიიღო.

სტუმრების გოლეადა მეცხრე წუთზე, ნევესის ზუსტი დარტყმით დაიწყო. მეცამეტე წუთისთვის, მაიულუს და დუეს გოლებით, ანგარიში უკვე გამანადგურებელი იყო.

პირველ ტაიმში, “ყვითელი წყალქვეშა ნავი”, საბოლოოდ ფაბიან რუიზმა დაძირა, ხოლო მატჩს მეორე ნახევარში, იმავე რუიზმა და ბოლიმ, შეხვედრის საბოლოო ანგარიში – 0:6 დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ “პსჟ-მ”, სეზონის შედარებით მძიმე სტარტის შემდეგ, ზედიზედ მეათე მატჩის მოგება შეძლო. უკანასკნელად, ლუის ენრიკეს გუნდმა, ქულები “მონაკოსთან” მარცხისას, 4 სექტემბერს დაკარგა. გოლების ბალანსი კი ამ პერიოდში 36:9-ს შეადგენს.

გარდა ამისა, პარიზელებმა პირადი რეკორდიც მოხსნეს – “პსჟ-მ”, პირველად არსებობის ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგაზე, მოახერხა ზედიზედ 14 შეხვედრის წაუგებლად დასრულება.

შედეგად, არასრული ოთხი ტურის შემდეგ, პარიზელები, ლიგის ფაზას სათავეში ოთხიდან ოთხი მოგებით ჩაუდგნენ. გოლების სხვაობა კი +15-ია, რაც დიდი უპირატესობით საუკეთესო შედეგია. წაუგებლად, ოთხი რაუნდის დასრულების შანსი “რეალს”, “ბეტისს” და “ლივერპულს” აქვთ. რაც შეეხება ჟორჟის გუნდს, “ვილიარეალი”, 1 მოგებითა და სამი მარცხით, 29-ე პოზიციაზე იმყოფება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი