Centered Image

საშინელი ინციდენტი სეგუნდაში – “ტენერიფეს” ფეხბურთელს, გული, უმძიმესი ფოლის შემდეგ გაუჩერდა

მეკარემ, მეტოქის ფეხბურთელის სიცოცხლე, საფრთხეში ჩააგდო.

ლა ლიგა 2-ის მეთორმეტე ტურში, ერთმანეთს “ტენერიფე” და “ანდორა” დაუპირისპირდნენ. მატჩი კი სამწუხარო მიზეზით გახდა საინტერესო.

მეორე ტაიმის მეშვიდე დამატებულ წუთზე, მასპინძელთა ფეხბურთელი, ხესუს დე მიგელი ერთი ერთზე გარბოდა, როდესაც მოედნის ცენტრთან ამორბენილმა მეკარემ, ხესუს ოვონომ, ის აკრძალული ილეთით, ფეხით გაიტანა და გონებაც დააკარგვინა.

მოთამაშეებმა, ექიმებს მომენტალურად დაუძახეს, ისინიც მინდორზე სწრაფად გაჩნდნენ და დე მიგელის გადარჩენა მოახერხეს. ეკვატორიული გვინეის ნაკრების და “ანდორას” მეკარემ კი წითელი ბარათი მიიღო.

COPE-ის ინფორმაციით, დე მიგელს გული გაუჩერდა, თუცმა ექიმების დროულმა ქმედებამ, ფეხბურთელი გადაარჩინა. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, დე მიგელი თავისით სუნთქავს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმედ რჩება.

რაც შეეხება ოვონოს, აფრიკელ კიპერს უკვე მოედანზევე გულშემატკივრები “მკვლელს” ეძახდნენ, ხოლო “ტენერიფეს” ხელმძღვანელობა, გამოცემის ინფორმაციით, მეკარის ცხოვრების ბოლომდე დიკსვალიფიკაციას მოითხოვს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი