სოკრატესის იდეალებზე გაზრდილი სურინამელ-ნიდერლანდელი კერპის გუნდს ჩაიბარებს.
უკვე ოფიციალური ამბავია, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი და შემდეგში მწვრთნელი, კლარენს ზეედორფი ბრაზილიური კორინთიანსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ბრაზილიურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება ამის შესახებ უკვე გაავრცელა.
კლარენსს ზეედორფი კარიერის მიწურულს, 2012-2014 წლებში ბოტაფოგოს რიგებში თამაშობდა და კარიერა იქ დაასრულა. მას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი საფეხბურთო კერპი სოკრატესი იყო და ბოტაფოგო მისთვის ბევრს ნიშნავდა. ამის შემდეგ მწვრთნელობა მილანში, ჩინურ ჟენშენში, ლა-კორუნინას დეპორტივოში და კამერუნის ნაკრებში სცადა, ახლა კი ბოტაფოგოს ჩაიბარებს.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გააფორმა.
ზეედორფი დიდი კაცია – კორინთიანსიც დიდი კლუბია!










