რონალდუმ მესისთან, პელესთან და მარადონასთან შედარებაზე ისაუბრა:
“საქმე ისაა, რომ ჩემი დღევანდელი ფორმა და მაჩვენებლები სათანადო ყურადღებას და დაფასებას ვერ იღებს.
სტატისტიკაზე არასოდეს მიმუშავია, ყველაფერი ბუნებრივად უნდა ხდებოდეს – 920 გოლი, 930, 1000-ც, თუ მივაღწევ, ასე შორს არ ვიხედები.
ვიღაცას პელე ურჩევნია, ვიღაცას მარადონა, ზოგსაც მესი, ყველაფერი გემოვნების საკითხია, თუმცა სტატისტიკის წინააღმდეგ რთულია წახვიდე, ციფრები მრავლისმთქმელნი არიან და სწორედ იმას ამბობენ, რომ საუკეთესო მე ვარ.
ზოგი იმასაც მაბრალებს, რომ არასაკმარისად უნივერსალური ვარ – ეს სრული ტყუილია. მე ყველაზე უნივერსალური ფეხბურთელი ვარ.” განაცხადა კრიშტიანუმ CNN-თან ინტერვიუში.










