5 წლიანი ლოდინის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს ქვეყნის ყველაზე დიდი საფეხბურთო ფიგურა ჩაიბარებს.
მას შემდეგ, რაც ზინედინ ზიდანმა 2021 წელს მადრიდის რეალი დატოვა, ყველამ კარგად იცოდა თუ სად სურდა ლეგენდარულ ფეხბურთელს სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება. ეს ყველაფერი 5 წლის შემდეგ უკვე ოფიციალურად დადასტურდა – ლეგენდარული ზინედინ ზიდანი “ლე ბლეს” ახალი მთავარი მწვრთნელია.
დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში 14-წლიანი სამწვრთნელო კარიერა 2026 წლის მუნდიალის შემდეგ დაასრულა, იყო ბევრი წარმატება და წარუმატებლობაც, მაგრამ საერთო ჯამში მისი მუშაობა დადებითად შეფასდა.
ზიდანმა პრესკონფერენციაზე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნაკრების წარმატებისთვის ყველაფერს გაიღებს.
“მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო ნდობისთვის. მადლობა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს, რომლის წევრებთანაც საუბარი დღეს დილასაც მქონდა. ეს ჩემი ოცნების ახდენის დღეა. უკანასკნელი 4-5 წლის განმავლობაში კლუბებიდან არაერთი შემოთავაზება მქონდა, თუმცა, ყველაზე უარი განვაცხადე, რადგანაც საფრანგეთის ნაკრებში დანიშვნის იმედს არ ვკარგავდი. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მუშაობა მსურდა. ეს ბავშვობიდან ვიცოდი. დაწყებული ახალგაზრდული გუნდიდან ყველა ეტაპი გავიარე, სანამ ეროვნულ ნაკრებში არ მოვხვდი. ვაპირებ ყველაფერი გავიღო, რათა გუნდმა მოგებები არ შეწყვიტოს. ეს ერთადერთია, რაც მოტივაციას მაძლევს” – თქვა ზიზუმ.
ზიზუ ყველაზე ეტაპზე ძალიან დიდი იყო და ვნახოთ, ყველაზე მაღალ ეშელონში როგორ იმუშავებს. ფაქტია, საფრანგეთის ნაკრებს ძალიან კარგი თაობა ჰყავს და ვნახოთ, უდიდესი ლეგენდის ხელში რას მიაღწევს.











