ჩემპიონმა დამაჯერებელი სტარტის შემდეგ ცოტა გვანერვიულა – მე-2 ტაიმებზე გუნდს აშკარად სამუშაო აქვს.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის საკვალიფიკაციო მატჩს უმასპინძლა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, იბერია 1999 განმეორებით მატჩში ესტონურ “ფლორას” დაუპირისპირდა. პირველ მატჩში, რომელიც ესტონეთში გაიმართა, იბერიამ 2:3 მოიგო და განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობა ჰქონდა, საშინაო შეხვედრაში კი მისაღებ შედეგი, 2:2 ითამაშა და 7 წლიანი პაუზის შემდეგ გახდა პირველი ქართული კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია.
პირველ ტაიმში ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და ეს ანგარიშზეც აისახა. მე-13 წუთზე ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე გამწესებულმა ნიკა სიხარულაშვილმა ანგარიში გახსნა – გიორგი კუციას კარგად ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ ნიკამ თავით იდეალურად დაარტყა და იბერია დააწინაურა.
ამის შემდეგ იბერიამ მატჩზე კონტროლი სრულად აიღო და მეტოქეს ფაქტიურად არაფრის შექმნის საშუალებას არ აძლევდა. 36-ე წუთზე სიხარულიშვილმა ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა – დადიანმა მარცხენა ფლანგზე ძალიან მაგარი პასი გადაიტანა, საიდანაც ზვიად ნაჭყებიამ ტრიველათი კარის გასწვრივ გააკეთა იდეალური პასი და სიხარულაშვილმაც ფორვარდულად დაასწრო მცველებს.

მე-2 ტაიმის სტარტზე ნაჭყებიამ ძალიან მაგარი გოლი შეაგდო – მარცხენა ფლანგიდან და ცხრიანში აუღებელი დაარტყა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, იქამდე მცირე თამაშგარეში იყო და გოლი გაუუქმდა.
სამწუხაროდ, მე-2 ტაიმი იბერიამ ბევრად უფრო სუსტად ჩაატარა და თითქოს მარტივად გაკეთებული საქმე გაირთულა. 69-ე წუთზე ჯერ ვარიუნდმა გაგვიტანა, 84-ე წუთზე კი კაპიტანმა, რაუნო საპინენმა თერთმეტმეტრიანი გაგვიტანა და იყო საფრთხე, რომ თამაში დამატებით დროში გადასულიყო.
საბედნიეროდ, იბერიამ ფლორას ბარიერი დაძლია და 7 წლიანი პაუზის შემდეგ გახდა პირველი ქართული კლუბი, რომელმაც ეს ეტაპი გადალახა.
დემჩენკოს გუნდის მომდევნო მეტოქე სლოვაკეთის ჩემპიონი, ბრატისლავას სლოვანი იქნება, რომელსაც სათავეში იაია ტურე ჩაუდგა და ბუნებრივია, რომ წყვილში ფავორიტი იქნება. 21 ივლისს იბერია 1999 სლოვანს თბილისში უმასპინძლებს, 28 ივლისს კი განმეორებით შეხვედრას ბრატისლავაში ითამაშებს.
წარმატებები იბერია 1999-ს!











