კევინ კიგანი სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა.
“უდიდესი წუხილით ვაცხადებთ, რომ კევინი დღეს გარდაიცვალა. ცხოვრების უკანასკნელ წუთებში, მის გვერდზე მეუღლე და შვილები იყვნენ.
ოქროს ბურთის ორგზის მფლობელი, იყო მოსიყვარულე ქმარი, მამა და ბაბუა.
ოჯახი მადლობას უცხადებს ექიმებს მთელი ამ დროის განმავლობაში სიმსივნესთან ბრძოლისას გვერდში დგომის გამო. ასევე, ასეთ რთულ პერიოდში, ვთხვოვთ საზოგადოებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაიცვას.
ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.” ნათქვამია ოჯახის ოფიციალურ განცხადებაში.
“ლივერპულის” და “ჰამბურგის” ლეგენდას, ოქროს ბურთი ორჯერ – 1978 და 1979 წლებში, სწორედ გერმანულ გუნდში ასპარეზობისას აქვს მოგებული. თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო და სანახაობრივ ფეხბურთელს, ინგლისის ნაკრებში 63 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც კიგანმა 21 გოლის გატანა მოახერხა.
ბოლო პერიოდში, კიგანი, მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძოდა.











