Centered Image

ილიას დაბრუნება ახლოვდება

ქართველი მებრძოლის მომავალზე უკვე დანაც ალაპარაკდა.

UFC-ს მთავარი კაცი ქართველი ორი წონის ჩემპიონის, ილია თოფურიას დაბრუნებაზე უკვე აქტიურად ალაპარაკდა. აქამდე, ეს საკითხი ღიად გავლენიანმა ჟურნალისტმა, ჯონ ანიკმა დააყენა და მის მომდევნო ბრძოლად გეიჯისთან სატიტულო ბრძოლა გამოაცხადა, თუმცა UFC-ს მთავარი პრომოუტერი სხვა ვარიანტებსაც არ გამორიცხავს:

“ჩვენი ბიჭები მასთან და მის გუნდთან მუდმივ კავშირზე არიან. ახლა მისთვის განრიგში ზუსტი და კონკრეტული არაფერი გვაქვს, მაგრამ ეს ხომ ილიაა. საბედნიეროდ, თოფურია ბრძოლისთვის მზადაა და ჩვენც მზად ვართ მისი დაბრუნებისთვის.

ილიას და პედი პიმბლეტის შორის ბრძოლა დიდი ტურნირის ჰედლაინერიც შეიძლება იყოს, მიუხედავად იმისა, რომ საჩემპიონო ქამარი აქედან არც ერთს არ აქვს. ეს უზარმაზარი ბრძოლაა. ერთადერთი რამაა, რაზეც მუდმივად მისვამენ კითხვებს – ‘რა მოხდება, როდესაც თოფურია დაბრუნებას დააპირებს? ერთადერთი ამას გეტყვით: მისთვის ბრძოლის არჩევა სასიამოვნო დილემაა, რომელი მატჩი ჩავნიშნოთ – გეიჯისთან თუ პედი პიმბლეტთან. საბოლოო ჯამში, რომელი მეტოქეც არ უნდა აირჩეს, ჩვენც და მაყურებელიც გავიმარჯვებთ” – სიხარულით აღნიშნა დანა უაითმა.

იმედია, ილია ისეთი დაბრუნდება, როგორსაც ვიცნობთ – ნამდვილი ჩემპიონი!

წარმატებები ილია თოფურიას!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading