Centered Image

კვერნაძე აღარ ხუმრობს

ქართველ ვინგერს ადგილობრივი ფანები “ფროზინონეს კვარას” უწოდებენ.

გიორგი კვერნაძის ფროზინონე იტალიის სერია ა-ს მე-4 ტურში ჯენოას გასვლაზე დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ მატჩის MVP ქართველი შემტევი, გიორგი კვერნაძე გახდა, რისი საფუძველიც ნამდვილად არსებობდა.

გიორგი შეტევაში, მშობლიურ მარცხენა ფრთაზე პირველივე წუთებიდან მოქმედებდა (87-ე წუთზე შეცვალეს) და მწვრთნელს იმედები სწრაფადვე გაუმართლა. ეფექტურად წარმართული კონტრ-იერიში სწორედ კვერნაძემ დაასრულა – რომანო შმიდის პასის შემდეგ მცველი მიღებითვე მოატყუა და ძალიან სწორად, ზუსტად დაარტყა. მე-14 წუთზე ფროზინონე დაწინაურდა.

სტუმრებმა ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად ააგეს თამაში კონტრ-იერიშებზე, მაგრამ ჯენოაც არ იჯდა გულხელდაკრეფილი. პირველი ტაიმის მიწურულს გენუელთა ფორვარდმა, ლორენცო კოლომბომ ჯერ პენალტი გააფუჭა, 50-ე წუთზე კი იოჰან ვასკესმა ანგარიში გაათანაბრა, რომელიც მატჩის მიწურულს, საერთოდ გააძევეს კიდეც.

ამ სეზონში აღზევებულმა ფროზინონემ რთულ მეტოქესთან გასვლაზე ფრე მოიპოვა, 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და ამ დროისთვის მე-8 ადგილზე მყარად ზის.

გიორგის ყველა ამ მოპოვებულ ქულაში ძალიან დიდია. ქართველი ვინგერის ანგარიშზე უკვე 2 გოლი და 1 ასისტია, ფროზინონეს კი სულ 7 გოლი აქვს გატანილი. ამავე შეხვედრაში გიორგიმ ყველაზე მაღალი შეფასება, 8.1 დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ფროზინონეს ქომაგები კვერნაძეს ძალიან აქებენ და მას “ფროზინონეს კვარას” უწოდებენ. ვერ ვიტყვით, რომ გიორგი სათამაშო სტილით ხვიჩას ძალიან ჰგავს, მაგრამ პოზიციურად ზუსტად იქ თამაშობს, სადაც ხვიჩა, ისიც საქართველოდან არის და არანაკლებ ნიჭიერია, თუ მეტად არა.

წარმატებები გიორგი კვერნაძეს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading