Centered Image

ინგლისის ნაკრების აღმოჩენა “ინტერს” შეუერთდა

სპენსის ტრანსფერი გაოფიციალურდა.

იამაიკური წარმოშობის განაპირა მცველი, რომელმაც თავი, ფეხბურთის გულშემატკივრებს, უკანაკსნელ მუნდიალზე ინგლისის ნაკრების რიგებში კაშკაშა გამოსვლით დაამახსოვრა, გუნდს და ჩემპიონატს შეიცვლის.

“ინტერი”, 26 წლის ფეხბურთელში, 31.5 მილიონ ევროს გადაიხდის.

აღსანშნავია, რომ “სკაი ნიუსის” ინფორმაციით, სპენსს, “ტოტენჰემიდან” წამოსვლა მას მერე მოუნდა, რაც დე ძერბისთან გასაუბრების შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ადგილის გარანტია ვერ მიიღო, “დეზებისთვის” კი მილანელთაგან შემოთავაზებული თანხა მისაღები აღმოჩნდა.

ჩრდილოლონდონური კლუბისგან განსხვავებით, “ინტერისგან”, სპენსმა სასტარტო თერთმეტეულში ადგილის გარანტია მიიღო. შეგახსნებთ, გუნდი, ამ ზაფხულს, დენზელ დუმფრისმა დატოვა, რომელიც “რეალში” გადავიდა და ტრენტის კონკურენტი გახდა.

ინგლისის ნაკრების განაპირა მცველისითვის, რომელმაც მუნდიალი თავისთვის არაპროფილურ, მარცხენა მცველის პოზიციაზე გაატარა, “ინტერი”, კარიერაში პირველი იტალიური გუნდი არ იქნება. 2023-24 წლების სეზონში, სპენსმა “ჯენოას” შემადგენლობაში იასპარეზა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading